ჩვენს შესახებ

Screenshot 2023-05-26 at 1.24.40 AM

კომუნა

       საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია კომუნა შეიქმნა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მათ ინტერესებსა და მოთხონებზე მაქსიმალურად მორგებულ საცხოვრებელ კომპლექსებს. ის 2023 წელს შეიქმნა.
კომპანიის მიზანია შექმნას საცხოვრებელი, მრავალფუნქციური თუ სააგარაკე სივრცეები, რომელიც ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებისთვის დამახასიათებელ ცხოვრების სტილს მიესადაგება და ყოველმხრივ მოერგება მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს.
კომპანიის დამფუძნებლებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ დეველოპერულ საქმიანობაში. სწორედ ამ გამოცდილების, ახალი ტენდენციებისა და გამოწვევების გათვალისწინებით შეიქმნა დეველოპერული კომპანია კომუნა, რომლისთვისაც მისი მაცხოვრებლების ინტერესები და მოთხოვნები ამოსავალი წერტილია.

კომუნა მათ ინტერესებს არგებს არა მხოლოდ ინდივიდუალურ სახლს, არამედ მთელ გარემოს. ბრენდის სლოგანიც ამ იდეას ეხმიანება – „ის, რაც ყოველთვის გინდოდა“. ის არ სთავაზობს მომხმარებლებს ცხოვრების სტილის შეცვლას, ან რაიმე მოცემულობაზე მორგებას. პირიქით, კომუნა ქმნის სივრცეს, რომელიც ერგება ადამიანების სრულფასოვანი ცხოვრების იდეალს, კომფორტის ზონას თუ საყვარელ საქმიანობას.
კომუნა შესაძლებლობების ბრენდია. ის ადამიანებს აძლევს საშუალებას რეალობად აქციონ საკუთარი იდეალური ცხოვრების ჩანაფიქრი და გახდნენ საერთო ღირებულებების მქონე სამეზობლოს სრულფასოვანი წევრი.


კომუნა 2023 წლის განმავლობაში ორ პროექტს წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე: „კომუნა ნატახტარი“, „კომუნა მცხეთა“. ორივე პროექტი მაქსიმალურადაა მორგებული იდეალური ცხოვრების წარმოდგენას – იცხოვრო კომფორტულ, ქალაქის ხმაურისგან მოშორებულ ადგილას, სუფთა ჰაერზე და ამავდროულად არ იგრძნო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გართობის დანაკლისი. პროექტები საინვესტიციოდაც ძალიან მიმზიდველია.


„კომუნა ნატახტარი“ – მდებარეობს ნატახტარში. 1.3 ჰექტარზე განთვსებულია 28 ინდივიდუალური სახლი და მრავალფეროვანი აქტივობებისთვის განკუთვნილ საერთო სარეკრეაციო სივრცე. დასრულება კი 2024 წლის ივნისშია დაგეგმილი. სარეკრეაციო სივრცე აერთიანებს, საცურაო აუზს, კაფეს, ბავშვების გასართობ ადგილს, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნებს, საუნას/სპას. ტერიტორია შემოსაზღვრულია და ითვალისწინებს დაცვისა და კონსიერჟის 24 საათიან მომსახურებას.


„კომუნა მცხეთა“, რომელიც 2023 წლის ზაფხულიდან დაიწყება, აგრეთვე ინდივიდუალურ სახლებს შესთავაზებს მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დედაქალაქის სიახლოვეს ცხოვრება სრულ კომფორტში

 

ის რაც ყოველთვის გინდოდა

იცხოვრე ჯანსაღად | იცხოვრე სრულფასოვნად | იცხოვრე მშვიდად